არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, მათ მოტივირებას კი მნიშვნელოვანი ყურედღება ექცევა, წინასაახალო დღეებში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა.
მოსწავლეებმა სკოლა საზეიმოდ მორთეს და არაერთ საახალწლო აქტივობაში ჩაერთნენ. ბავშვებმა საახალწლო დეკორაციები საკუთარი ხელით დაამზადეს და სასკოლო სივრცე გაახალისეს.
მოსწავლეებმა დრო სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები და წუთები გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები დეკორაციების შექმნას შემოქმედებითად მიუდგნენ. მათი ნამუშევრები სასიამოვნო სანახავია.
იხილეთ ფოტოები: