გაჭედილის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა 
21-01-2025

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

მათ შორის სკოლაში მოეწყო სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“.  ღონისძიებაში მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპოტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და ბევრი იხალისეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები სპორტული ცხოვრების წახალისებისა და პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203