გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო სანახაობა 
21-01-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. მათ შორის აღსანიშნავია საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ზღაპრული საახალწლო განწყობა დაატრიალა.

ლამაზი ღონისძიებით გააცილეს გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წელი და დიდი ზარ-ზეიმით, ახალი იმედებითა და მიზნებით შეეგებნენ 2025-ს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას საახალწლო დღესასწაულები მიულოცეს და მათ დაუვიწყარი ემოციები გაუზიარეს. 

ღონისძიებამ მხიარულ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203