ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ზარ-ზეიმით დაგვირგვინდა.
დეკემბრის დასაწყისში დიდი საახალწლო სამზადისი მოეწყო პირველ კლასში, მშობელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთულ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს.
საზეიმო განწყობას III კლასიც, დამრიგებელის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების მაღალი ჩართულობით შეუერთდა, მოსწავლეებმა მათივე შექმნილი სიმღერით სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
„ვაკიჯვრის საჯარო სკოლა გილოცავთ, შობა-ახალ წელს! მშვიდობა, ბედნიერება , სიკეთე და სიყვარული დაგბედებოდეთ“, - ამ სიტყვებით კი, მიიწურა 2024 წელი და პირველი სასწავლო სემესტრი ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში.