არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო თავგადასავალი
20-01-2025

ლამაზი ღონისძიებით გააცილეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024 წელი და დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ - 2025 წელს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ჯადოსნური საახალწლო თავგადასავალი მოუწყვეს და წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად უქციეს. 

არეშფერანის საჯარო სკოლაში ახალმა წელმა თოვლის ბაბუაც მოიყოლა. პატარებმა საახალწლო ლექსებით და სიმღერებით კიდევ უფრო გაახალისეს საზეიმოდ მორთული გარემო. 

ლამაზი და სასიამოვნო დღის ბოლოს სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი, უსურვა ჯანმრთელობა, მშვიდობა, კეთილდღეობა და ბეჯითად სწავლა. სიმბოლურად კი ტკბილეულით დაასაჩუქრა.

საახალწლო საჩუქრები და მისალოცი წერილები მიიღეს სკოლაში მუნიციპალიტეტის მერიისგან. 

აღსანიშნავია, რომ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია წინასაახლწლო დღეებში მოწყობილი დიდი ზარ-ზეიმით. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203