ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო ღონისძიება, რომელიც ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ქრისტიანული რელიგიის პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები.
ღონისძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. მათი პატრიოტული სულისკევეთების ამაღლების მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები: