დაიკარგა მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე - ბათუმის წმ. ანდრიაპირველწოდებულის სახელობის სკოლა დეტალებზე
17-01-2025

16 იანვარს საღამოს 22:00 საათიდან გაუჩინარდა ალექსანდრე მიქელაძე, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. იგი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეცხრე კლასის წარჩინებული მოსწავლე და ფეხბურთელია.

როგორც დირექტორის მოადგილემ, პირიმზე რურუა გვეუბნება, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე.

„არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან კარგი მოსწავლე და ფეხბურთელია ალექსანდრე, 16 იანვარს სკოლაშიც იყო, შემდგომ ვარჯიში ჰქონდა ფეხბურთზე, ინგლისურში ემზადება და რეპეტიტორთანაც იყო, საღამოს 9 საათის მერე იკარგება კვალი. მისი პირადი ნივთები სანაპიროზე იპოვეს, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს, მაგრამ ალექსანდრე ამ დრომდე არ გამოჩენილა“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203