რამდენია სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მოპოვება შესაძლებელია სწავლების შესაბამის საფეხურზე მხოლოდ ერთხელ.
გრანტის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ბაკალავრიატის პროგრამა - არაუმეტეს 4 წელი
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა - არაუმეტეს 6
სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა - არაუმეტეს 5 წელი
მასწავლებლის მომზადების/ ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები - არაუმეტეს 5 წელი
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა - არაუმეტეს 1 წელი
სამაგისტრო პროგრამები - არაუმეტეს 2 წელი