თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული შთამბეჭდავი ღონისძიებებით აღინიშნა.
I ა კლასში, პედაგოგ ნ.ყურმაშვილის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩატარდა.
სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ახალი წელი, ასევე შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიებით აღნიშნეს სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა. მათ საახალწლო სპექტაკლი გაითამაშეს, თუ როგორ დაიბრუნეს ბავშვებმა გატაცებული თოვლის ბაბუა სიკეთის, ლექსების, სიმღერებისა და ცეკვის დახმარებით.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი თამარ ჩაჩუა, ხოლო მუსიკის მასწავლებელი ელენე იარალაშვილი გახლავთ.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.