2024 წელს ავტორიზაცია 339-მა საჯარო სკოლამ გაიარა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების განმარტებით ბოლო 2 წლის განავლობაში ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ.
ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებში ცენტრის განცხადებით ჩატარდა ტრენინგები და მხარდამჭერი აქტივობები.
„2024 წელს 113-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია. 2023-2024 წლებში ავტორიზაცია გაიარა 452-მა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით; ჩატარდა ტრენინგები ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლებისთვის თემაზე - ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესების მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა“; ჩატარდა ტრენინგი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისთვის თემაზე; ,,ავტორიზაციის მექანიზმის ფარგლებში პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერა.“ განხორციელდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება. განხორციელდა Cambridge International Education - ის საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - Cambridge Pathway - ის ხელახალი აღიარება, რომლის საფუძველზე აგვისტოს თვეში გაფორმდა ხელშეკრულება ცენტრსა და Cambridge International Education - ს შორის. 2024 წელს განხორციელდა ამერიკული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის - American International Accreditation Protocol აღიარება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის დეკემბერში ხელშეკრულება გაფორმდა ცენტრსა და Cognia - ს ორგანიზაციას შორის“, - აღნიშნულია განატლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2024 წლის შემაჯამაბელ აქტივოების შესახებ გამოქვეყნებულ ანგრიშში.