ცვლილებები მოსწავლეთა შეფასებისას - ყველაფერი, რაც ნიშნების წერისას პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ
19-01-2025

საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი დაიწყო და სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეთა შეფასებისას უნდა გაითვალისწინონ.

მათ შორის ცვლილება ეხება მე-5 კლასელებს, რომელთა შემთხვევაშიც, მასწავლებლებმა უკვე განმსაზღვრელი შეფასებაც უნდა გამოიყენონ, მაშინ, როდესაც პირველ სემესტრში მეხუთეკლასელები მხოლოდ განმავითარებელი კომენტარით ფასდებოდნენ.

„V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება“, - აღნიშნულია ესგ-ში.

შეგახსენებთ, რომ შეფასების ძირითადი ამოცანებია:

ა) მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;

ბ) მოსწავლის  მიღწევების / სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;

გ) მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

5. შეფასება შეიძლება იყოს: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

6. განმავითარებელი შეფასება:

ა) აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას/პროგრესს;

ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია  შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

საკლასო შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით:

სკოლა უფლებამოსილია შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება.

V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203