„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური:
„ა) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1400 ლარის ოდენობით;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1400 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.