დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლე სოსო ბერელაშვილმა მძლეოსნობაში, ახალგაზრდულ ღია პირველობაზე საპრიზო ადგილი დაიკავა
13-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს სხვადასხვა სფეროში ყოველთვის მხარს უჭერენ და აღნიშნავენ.

მათ შორის იყო ღია პირველობა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, რომელიც თბილისის მძლეოსნობის სასახლეში 2024 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა.

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე შემდეგ აქტივობებში: ბირთვის კვრა, 60 მეტრზე რბენა, 30 მეტრი თარჯები, 50 მეტრზე რბენა და 1500 მეტრზე რბენა, აქტიურად მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა სოსო ბერელაშვილმა, რომელიც პირველად მონაწილეობდა აღნიშნულ შეჯიბრებაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებით ამაყობს, მათ შეჯიბრებებში აქტიურ მონაწილეობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. 

ასევე, მადლობას უხდიან სკოლის ადმინისტრაციას და ამავე სკოლის პედაგოგს - ნინო ლატარიას უშუალო თანადგომისთვის.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203