„გოგონა და ვიტვიტა“ - დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში თოჯინური სპექტაკლი დაიდგა 
13-01-2025

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის I სემესტრი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის იყო პირველი სემესტრის მიწურულს გამართული თოჯინური სპექტაკლი - „გოგონა და ვიტვიტა“. სპექტაკლი 23 დეკემბერს ბედიანის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

მოსწავლეებმა პერსონაჟების როლები შესანიშნავად მოირგეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი და თეატრის დამდგმელი მხატვარი - თამარ მეტრეველი გახლდათ, მსახიობები - დაბა ბედიანის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს და პედაგოგს წარმატებებს, წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203