გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება - NAEC აპლიკანტების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებსთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება.
წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
ტესტის შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან). ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცენტრის ვებგვერდზე
www.naec.ge