ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე კესო თუთბერიძე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი გახდა
27-12-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შორისაა  მე-8-კლასის მოსწავლე კესო თუთბერიძე - იგი მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა.

ქართული სიმღერის აღნიშნული კონკურს-ფესტივალი, 2016 წლიდან იმართება ქ. მარნეულში და მისი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობის მქონე მოზარდებში.

მასში მონაწილეობენ 6-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები და კონკურს-ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მომავალი ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენაა.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები მაია ჯამალაშვილი და გიორგი ფხაკაძე. 

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა ამაყობს კესო თუთბერიძის წარმატებით. როგორც სკოლაში გვიყვებიან, იგი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა და აქტიურად მონაწილეობს სასკოლო აქტივობებსა თუ პროექტებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203