ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პროფესიონლი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზონ და თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც შესძინონ.
ამჯერად, Vა, Vბ და Vგ კლასებში განხორციელდა პროეტი - „საბინადრო გარემო“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინიტერესითა და შემართებით ჩაერთნენ, პროექტს კი პედაგოგი ფიქრია სილაგაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოიჩინეს უდიდესი პასუხისმგებლობა და შექმნეს სხვადასხვა საბინადრო გარემოს მაკეტები.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.
იხილეთ ფოტოები: