კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პარტნიორი სკოლის თანატოლებთან ერთად, დასუფთავების აქცია ჩაატარეს
20-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქიამობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით, კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობენ თანატოლებთან. 

კასუმლოელი მოსწავლეები და „ლიდერი სკოლის“ კლუბის წევრები გარემოზე ზრუნვის მიზნით, გაერთიანდნენ.

თავდაპირველად, „ლიდერი სკოლის“ მოსწავლე ნინი მაკარაძემ კასუმლოს საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებს გაუზიარა პრეზენტაცია თემაზე - კლიმატის ცვლილებები. მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს. 

ორივე სკოლის ორივე კლუბის წევრებმა მოაწყვეს ლაშქრობა ბაბაქარის ტყეში. თან ჰქონდათ მცენარეთა 800 სახეობის საცნობარი წიგნი, აკვირდებოდბენ მცენარეებს და ცდილობდნენ ამოცნობას. ბოლოს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გადაცემული ხელთათმანებითა და პოლიეთილენის ტომრებით აღჭურვილებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს.

ეკოკლუბელებმა ერთად დაასუფთავეს ტყის ყველაზე დაბინძურებული ადგილი, შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი მანქანით მიიტანეს ურნამდე.

ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გარემოზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203