გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
მე-3 კლასის მოსწავლეები მასწავლებლების: სევდა შაჰვერდიევასა და ჰამიდა სადიღოვას ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუზეუმს ესტუმრნენ.
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სამომავლოდ თბილისის მუზეუმებში წასვლა გადაწყვიტეს.
იხილეთ ფოტოები: