„სკოლის ეზოში ქვეწარმავლები არ არის! პოლიციას ცრუ ბრალდებისთვის უკვე მივმართე“- N107 საჯარო სკოლის დირექტორი დეტალებზე საუბრობს
19-04-2024

etaloni.ge-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ლილოს დასახლებაში არსებულ N107 სკოლის ეზოში ქვეწარმავლებია და საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა ჯეროვნად უნდა შეისწავლონ.

ფაქტების გადასამოწმებლად თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორს, მარინე დემეტრაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ზემოაღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ საქმე ცრუ ბრალდებასთან გვაქვს:

„წარმოდგენა არ მაქვს, რა მიზანს ემსახურება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება... ვიცი ეს პიროვნება, თუმცა ვერ ვხსნი, რისი მიღწევა სურს! არც მშობელია, არც მისი შვილიშვილები სწავლობენ ჩვენს სკოლაში... მე უკვე მივმართე პოლიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და დარწმუნებული ვარ, შესაბამის ზომებს მიიღებენ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ჩვენთან აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203