„კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს მეგობრული“ - თეა თაფლაძე, ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედაგოგი
04-04-2024

თეა თაფლაძე ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მეგობრული, სამართლიანი და შრომისმოყვარე პედაგოგია, ამ თვისებებით შემკული, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საყვარელი და მისაბაძი პიროვნებაა. ზრუნავს, რომ საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე ჩართოს და ეს გამოსდის კიდეც, მისთვის წარმატებაა, როცა თავისი მოსწავლეებისგან შესაფერის უკუკავშირს იღებს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თეა თაფლაძესთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კომუნიკაბელურობა, მეგობრული, სამართლიანი. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყველა ასრულებს თავის მოვალეობას, ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ, აინტერესებთ გაკვეთილზე მუშაობა. 

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „გასაგებია?“ „რამე კითხვა ხომ არ გაქვთ?“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მაქსიმალურად ვიშრომებდი და გავხდებოდი მასწავლებელი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ რომ ვარ მეგობრული, შრომისმოყვარე, სამართლიანი. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა. 

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- გავმხდარიყავი პედაგოგი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203