
მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ზღაპარი აზერბაიჯანულად თარგმენს და პროექტის სახით ორივე ენაზე ააწყვეს.
„მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნიან და დიდ წიგნად ქმნიან პატარა ლილიენისთვის საფრანგეთში დაწერილ ქართულ ზღაპარს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზღაპრის ავტორია ნინო ჭოხონელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს.
„პატარა ლილიენს დედა ხშირად ახლადგამოგონილი ქართული ზღაპრებით ანებივრებს. ჩემმა მარნეულელმა მოსწავლეებმა ლილიენის ზღაპრების ციკლიდან შეარჩიეს აქტუალურ თემაზე სახალისოდ შექმნილი ზღაპარი, წაიკითხეს, ბევრიც იმუშავეს და ასე შექმნეს კორონა და კატა-თაგვის ამბავი ქართულ-აზერბაიჯანულად“, - ამბობენ სკოლაში.