„დედა, ვის ჩაეხუტება, ვიცი, როგორ ითვლის დღეებს ჩემამდე მოსასვლელს“ - კერძო სკოლა „სხივის“ მესამე კლასის მოსწავლის ჩანახატი
ნეტა, ჩიტი ვიყო თავისუფლად ვიქროლებდი - ამ ნატვრით იწყებს საკუთარ ჩანახატს მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მესამე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქაჯაია. თუმცა მოსწავლე თავისუფლად ფრენას, მაინც ადამიანად დარჩენას ამჯობინებს და ოჯახის წევრებთან ყოფნას ირჩევს. როგორც ბიჭუნა წერს დედა, მასწავლებელი და კლასელები ენატრება. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“...
ბედნიერი, დაფრინავს სადაც უნდა და ნეტა, ჩიტი ვიყო თავისუფლად ვიქროლებდი, მაგრამ არა, ასე რომ იყოს ბაბუას ვეღარ დავღლიდი ჩემი სიცელქით. ბებოს თბილ კალთაში ვეღარ დავიძინებდი და ვერ შევჭამ მის მომზადებულ ღომს და ხარჩოს. პატარა კატოს ვერ ვაბურთავებდი მწვანიანზე. დედა?! ჩემი ია დედა, ვის ჩაეხუტება. მე ხომ ვიცი როგორ ითვლის დღეებს ჩემამდე მოსასვლელს. მენატრება ჩემი სკოლა, ჩემი გოგო-ბიჭები. ნანა მასწავლებელო, თქვენ კი მაიმედებთ, რომ მანძილი თქვენამდე შორი არაა, მაგრამ ეს მანძილი ძალიან გაგრძელდა. მენატრებით და მიყვარხართ. დარჩით სახლში და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში