ამჟამად, სკოლაში ირიცხება 106 მოსწავლე, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 20 მასწავლებელი. მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ძალიან იშვიათია, მათ შორის მოხდეს რაიმე სახის კონფლიქტი. ამას, ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ სკოლის კონტიგენტი ძირითადად თანასოფლელებითაა დაკომპლექტებული. მოსწავლეებს არ უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სკოლაში მოქმედებს 6...
მეტის ნახვა
ამჟამად, სკოლაში ირიცხება 106 მოსწავლე, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 20 მასწავლებელი. მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ერთმანეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ. ძალიან იშვიათია, მათ შორის მოხდეს რაიმე სახის კონფლიქტი. ამას, ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ სკოლის კონტიგენტი ძირითადად თანასოფლელებითაა დაკომპლექტებული. მოსწავლეებს არ უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სკოლაში მოქმედებს 6 საგნობრივი კათედრა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. წარმატებით მუშაობს სამეურვეო საბჭოც, აქტიურად ერთვება სკოლის მართვის პროცესში და ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.
სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მოსწავლეთა მიერ არჩეული თვთმმართველობა, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მათი ინიციატივით არაერთი აქტივობა განხორციელდა. სკოლაში შეიქმნა რამდენიმე კლუბი: მკითხველთა კლუბი, ეკოკლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი. აღნიშნული კლუბების ორგანიზებით, დაიგეგმა არაერთი აქტივობა. უნდა აღინშოს, რომ სკოლაში აქტიურად ტარდება წიგნის კითხვის დღეები, ლიტერატურული საღამოები, საქველმოქმედო აქციები და სხვა...
მეტის ნახვა
სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მოსწავლეთა მიერ არჩეული თვთმმართველობა, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მათი ინიციატივით არაერთი აქტივობა განხორციელდა. სკოლაში შეიქმნა რამდენიმე კლუბი: მკითხველთა კლუბი, ეკოკლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი. აღნიშნული კლუბების ორგანიზებით, დაიგეგმა არაერთი აქტივობა. უნდა აღინშოს, რომ სკოლაში აქტიურად ტარდება წიგნის კითხვის დღეები, ლიტერატურული საღამოები, საქველმოქმედო აქციები და სხვა სამოქალაქო აზოვნების განვითრებისათვის საჭირო აქტივობები.
სსიპ ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა, 2010 წლიდან ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის-ედნარ დიასამიძის სახელს. ყოველწლიურად, აპრილის თვეში, ედნარ დიასამიძის დაბადების დღეს, ტარდება გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ზოგადად, მოსწავლეთა ცნობიერების გამრავალფეროვნებისა და სასწავლო დაწესებულებაში მოტივირებული გარემოს შესაქმნელად, სკოლაში სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სახის სპორტული,...
მეტის ნახვა
სსიპ ედნარ დიასამიძის სახელობის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა, 2010 წლიდან ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ამავე სკოლის კურსდამთავრებულის-ედნარ დიასამიძის სახელს. ყოველწლიურად, აპრილის თვეში, ედნარ დიასამიძის დაბადების დღეს, ტარდება გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ზოგადად, მოსწავლეთა ცნობიერების გამრავალფეროვნებისა და სასწავლო დაწესებულებაში მოტივირებული გარემოს შესაქმნელად, სკოლაში სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა სახის სპორტული, მუსიკალური, თუ თეატრალური საღამოები.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველწლიურად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ირიცხებიან ჩვენი მოსწავლეები. მარტო გასულ წელს, სკოლის 8 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. ასევე, მოსწავლეები წარმატებას აღწევენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. მიმდინარე წელს, პლანშეტი გადაეცა 4 მოსწავლეს, ხოლო ერთი მოსწავლე ორგანიზაცია „მწიგნობარის“ საპატიო წევრი გახდა. რამდენიმე მოსწავლეს გადაეცა კინგსის ოლიმპიადის ოქროსა და...
მეტის ნახვა
მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველწლიურად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ირიცხებიან ჩვენი მოსწავლეები. მარტო გასულ წელს, სკოლის 8 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. ასევე, მოსწავლეები წარმატებას აღწევენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში. მიმდინარე წელს, პლანშეტი გადაეცა 4 მოსწავლეს, ხოლო ერთი მოსწავლე ორგანიზაცია „მწიგნობარის“ საპატიო წევრი გახდა. რამდენიმე მოსწავლეს გადაეცა კინგსის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის სერტიფიკატები, მე-11 კლასელმა მარიამ ზოიძემ, გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც ეხებოდა ნაადრევ ქორწინებას. ჩვენი მოსწავლეები-საბა და ჯემალ გაბაიძეები, წარმატებული მოჭიდავეები არიან. სკოლა თანამშრომლობს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციასთან, რაც ხელს უწყობს, მოსწავლეების მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამომუშავებასა და ზრდას. მიმდინარე წლის სექტემბერში, სკოლის დირექტორმა ელზა მაკარაძემ, გაიარა სწავლების 14 დღიანი კურსი ისრაელის ქ. იერუსალიმში, სადაც Mashav-ის ფონდმა გაუზიარა საკუთარი ცოდნა დამსწრე საზოგადოებას.