2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკება - ETALONI.GE გილოცავთ სკოლის დასრულებას!
20-05-2026

2025-2026 სასწავლო წელი მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს, 20 მაისს დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით სკოლის ბოლო ზარი განსაკუთრებული ემოციებით, ტრადიციული თეთრი მაისურებით, სამახსოვრო წარწერებით, მუსიკითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმეებით სასწავლო წლის დასაწყისში მეთორმეტე კლასში 42853 მოსწავლე ირიცხებოდა საჯარო და კერძო სკოლებში.  მათგან საჯარო სკოლაში 38693 მოსწავლე ირიცხებოდა, კერძოში - 4160.

ბოლო ზარი თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა. ეს არის დღე, როდესაც სრულდება ბავშვობის მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების გზა, რომელიც სავსე იქნება პასუხისმგებლობებით, აღმოჩენებით, წარმატებებითა და ახალი თავგადასავლებით

etaloni.ge ყველა კურსდამთავრებულს უსურვებს წარმატებას, საკუთარი ოცნებების ასრულებას და იმ გზის პოვნას, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203