
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდა, სკოლას მე-12 კლასელები 20 მაისს ასრულებენ. შესაბამისად, უკვე ახლოს არის პერიოდი, როცა ისინი გაიგებენ საბოლოო ქულებს ამა თუ იმ საგანში, მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ შეძლეს თუ არა ოქროს ან ვერცხლის მედლის მოპოვება. ქულების გამოთვლასთან ერთად მნიშვნელოვანია, გაცდენები.
როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს „ჩათვლა“, თუმცა თუ მოსწავლეს გაცდენების რაოდენობა ამა თუ იმ საგანში მეტი აქვს ის გამოცდის გარეშე არ შეფასდება.
თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილება შეიძლება არ გავრცელდეს თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.