
განათლების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“. განაცხადის წარდგენა 20 მაისს იწურება. რაც შეეხება თავად პროგრამას, სამინისტროს ინფორმაციით:
განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა წარმოებს ელექტრონულ სისტემაში - https://studyabroad.mes.gov.ge
ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვა, დამახსოვრება და რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის გაგზავნამდე საკონკურსო ვადის ფარგლებში.
საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი ელექტრონული განაცხადი, ყველა საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, რომელიც ატვირთულია დადგენილ ვადაში წესების დაცვით.
განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 4 მაისიდან და გაგრძელდება 20 მაისის 23:59 საათამდე; 21-22 მაისს განხორციელდება დოკუმენტაციის ტექნიკური შემოწმება, რის შემდეგაც აპლიკანტებს ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცემათ 5 სამუშაო დღე.
კონკურსის საბოლოო შედეგები არაუგვიანეს 18 ივნისისა გამოქვეყნდება.