
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, მოსწავლეები „ფინედუს“ გამოცხადებულ ნახატების კონკურსს - „ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი“ შეუერთდნენ.
კონკურსი 6-დან 17 წლის ჩათვლით მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის იმართება.
კონკურსანტებმა უნდა დახატონ ბანკნოტის ნახატი.
ცნობილია, რომ კონკურსს სულ 7 გამარჯვებული ეყოლება, 6 გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის მიერ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, 1-ს კი ფეისბუქის მომხმარებლები შეარჩევენ. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია 500-ლარიანი ფულადი პრიზები.
კონკურსი ტარდება ფულის გლობალური კვირეულის (Global Money Week ) ფარგლებში, რომელსაც საქართველო და ეროვნული ბანკი წელს უკვე მეთორმეტედ უერთდება.