
პროფესიული განათლების მასწავლებლის განახლებულ დოკუმენტში ერთ სტანდარტი, რომელიც პედაგოგმა უნდა დააკმაყოფილოს არის სასწავლო პროცესის წარმართვა.
რას გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვა და რა კომპეტენციებს უნდა აკმაყოფილებდეს ძირითადი მასწავლებელი – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, მათ შორის სხვადასხვა საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით.
პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციები:
შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი სწავლების მეთოდების განსაზღვრა, შერჩევა და გამოყენება;
იცნობს სწავლების უნივერსალური დიზაინის ძირითად პრინციპებს და როგორც ფიზიკური გარემოს, ასევე სასწავლო რესურსების ადაპტირების/მორგების შესაძლებლობებს;
შეუძლია შესაბამისი ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სწავლების პროცესში;
შეუძლია სწავლის შედეგების შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსის მოძიება და წყაროების გადამოწმება;
შეუძლია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო რესურსების მოძიებისა და შემუშავების მიზნით;
შეუძლია წარმართოს სასწავლო პროცესი მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
შეუძლია სასწავლო პროცესი წარმართოს საკვანძო კომპეტენციების განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
სასწავლო პროცესში შეუძლია დროის მართვა;
შეუძლია პროფესიული სტუდენტების/მსმენელების სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ხელშეწყობა;
შეუძლია სწავლებისას სწავლების მეთოდის პროფესიული სტუდენტის/მსმენელის ინდივიდუალურ საჭიროებებთან მისადაგება;
საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა, მათ შორის აკომოდაცია და მოდიფიკაცია შესაბამისი სამართლებრივი მარეგულირებელი და ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით;
შეუძლია სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენება;
სასწავლო პროცესში იყენებს შესაბამის შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შეუძლია მათი ადაპტირება/მოდიფიცირება სწავლის შედეგებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;
შეუძლია სასწავლო პროცესზე დაკვირვება და მისი ანალიზი.