
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასის ქართული ენის მასწავლებელი ნონა რატიანი მოსწავლეთა აღზრა-განათლებას გულანთებული ემსახურება.
როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ბავშვების სიყვარულმა მოახდინა, დღეს კი მოსწავლეებს აკადემიურ ცოდნასთან ერთად, ღირებულებებს ასწავლის და მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ჩვენში ხედავს თანასწორს, მხარდამჭერს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მიზანი, მონდომება, ნებისყოფა, მხარდაჭერა
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- იმ ცხოვრებისეულ ღირებულებებს, რითაც შეძლებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- მისით ხდება სხვა დანარჩენი საუკეთესო ადამიანური თვისებების ჩამოყალიბება, შეძენა, განმტკიცება.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლე-მასწავლებელი გაკვეთილზე ქმნის ერთ რგოლს, შინაარსიანს, შემოქმედებითს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...
- ესაა პატივისცემა ყველასა და ყველაფრისადმი.
- ჩემი პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ბავშვების უსაზღვრო სიყვარულმა.