ჭალის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები გამორჩეულად აღინიშნა 
11-03-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები აღინიშნა. 

დედისა და ქალთა დღეები მთელმა სკოლამ იზეიმა. 

ამ ღირსშესანიშნავი დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგების - დინარა კვარაცხელიას, ქეთინო ზარქუას და რიმა ქვაცაბაიას ინიციატივით, ჩატარდა. 

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს დღესასწაულები ძვირფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს და მათთვის მრავალფეროვანი ღონისძიება მოამზადეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები, წაიკითხეს ლექსები და თბილი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება დედებისა და მასწავლებლების მიმართ. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დედისა და მასწავლებლის როლს საზოგადოებაში. 

„ბუნება იღვიძებს, სამყარო მწვანდება, იბადება ახალი სიცოცხლე და ახალი იმედი. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ ლამაზ სეზონზე აღვნიშნავთ დედის დღესა და ქალთა დღეს.

მადლობა პედაგოგებს ამ ლამაზი და საინტერესო ღონისძიებისთვის!

ვულოცავთ ყველა დედასა და ქალბატონს ამ განსაკუთრებულ დღეებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულსა და უსაზღვრო ბედნიერებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში ამ ლამაზი დღის ამსახველ კადრებს გვიზიარებენ. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203