„მასწავლებელმა უნდა შექმნას სკოლაში ჯანსაღი სასწავლო გარემო“- დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა ღლონტი
11-03-2026

ნათელა ღლონტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია, რომელიც პროფესიისა და მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა. 

ქართული სიტყვისა და ლიტერატურის ქომაგი, მოსწავლეებს საგანთან ერთად, ღირებულებებს ასწავლის და კრიტიკულ აზროვნებას ახალისებს. მისი თქმით, სწორედ მასწავლებელმა უნდა შექმნას სკოლაში ჯანსაღი სასწავლო გარემო, იყოს მოსწავლის მხარდამჭერი და მოტივაცია მისცეს მას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- თავად ვართ პასუხისმგებლიანები, მაგალითის მიმცემი.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს ერთობლივად სკოლა, ოჯახი და საზოგადოების აღიარება, მაგრამ უპირველესად მაინც მასწავლებელი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მაღალი მოლოდინი მოსწავლისგან, მოსწავლე უნდა გრძნობდეს მასწავლებლის მხარდაჭერას, მასწავლებელმა უნდა შექმნას სკოლაში ჯანსაღი სასწავლო გარემო, მოტივაცია უნდა მისცეს მოსწავლეს სწორედ მასწავლებელმა.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- უნარებს რომ მიღებული ცოდნის გამოყენება, ტრანსფერი შეძლოს შესაბამის სიტუაციაში, სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს კრიტიკული აზროვნების უნარების მქონე ახალგაზრდა.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- რადგან მეგობრობა, ხელს უწყობს ადამიანის სოციალიზაციას, ემოციურ განვითარებას და მოსწავლის წინსვლის ქვაკუთხედია.

-  სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- შემოქმედებით გამოწვევად იქცევა.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- ყველა მოსწავლე უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის უნარი, შეეძლოს საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ჩემმა მასწავლებელმა და მე კი მიყვარს ჩემი პროფესია ვცდილობ ენერგია არ დავზოგო, ვიყო ყოველთვის მოთხოვნების თანაზიარი, თანამედროვე მასწავლებელი, რისთვისაც მიუხედავად ჩემი ასაკისა, ყველაფერს ვაკეთებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203