„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს უპირობო მხარდაჭერა, მათი შრომის შეფასება და დაფასება“ - მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა
09-03-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა მოწოდებულია ქვეყანას განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდოს

მისი თქმით, სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ზრუნავდეს მის პიროვნულ განვითარებაზე, ეხმარებოდეს მიზნების მიღწევაში და ასწავლიდეს პასუხისმგებლობას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- ვუსმენთ ყურადღებით, პატივს ვცემთ მათ აზრსა და შეხედულებას, ვაძლევთ არჩევანის საშუალებას.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- ჩვენი მხრიდან უპირობო მხარდაჭერა, მათი შრომის შეფასება და დაფასება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ...

- ეხმარებოდეს დასახული მიზნისკენ სწრაფვაში, ასწავლიდეს საკუთარ შეცდომებზე მუშაობას, პასუხისმგებლობას ნებისმიერ საქმესთან მიმართებით.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან..

- ხელს უწყობს თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, მოქალაქეობრივი ცნობიერების
ამაღლებას.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში, აქვს აზრის გამოხატვის, არჩევანის შესაძლებლობა.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს ...

- გახლავთ პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, გუნდურობის გამოვლენა.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- უპირველესად, ოჯახმა, მერე კი ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა. მათ მიმართ მადლიერების განცდა არასოდეს გამინელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203