„ვამაყობ თქვენით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს“ - მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგნობრივ ოლიმპიადაში 
04-03-2026

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.

მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან  - მაიდნის საჯარო სკოლელები აქტიურად შეუერთდნენ „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადას და სუპერ ფინალშიც წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის პედაგოგი ნინო მიქაძეს ახარებს მოსწავლეთა წარმატება და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„ჩემთვის ძვირფასებო, ჩემო სუპერ მოსწავლეებო, გილოცავთ „კინგსის“ სუპერ ფინალში მონაწილეობას!

ეს დიდი წარმატება თქვენი შრომის, ნიჭისა და მიზანდასახულობის შედეგია. ვამაყობ თქვენით და გისურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში! მიხარიხართ და მიყვარხართ!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203