„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მშობლის და მასწავლებლის სწორად წარმართული სწავლება“- თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო თოფურია
02-03-2026

ნინო თოფურია თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ა, რომელიც საკუთარ საქმეს გულანთებული ემსახურება. მომავალ თაობას საგანთან ერთად შრომის სიყვარულს, წესრიგს, ურთიერთპატივისცემას ასწავლის და ცდილობს ბავშვებს განათლების ფასი დაანახოს, რათა ისწავლონ არა ნიშნისთვის, არამედ ცოდნისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს. 

-  მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც ...

- არ ვიშურებთ მცდელობებს - წესრიგს, პატივისცემას, შრომის სიყვარულს ისე ვაჩვევთ, რომ ეს მისი არჩევანი ხდება.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მშობლის და მასწავლებლის სწორად წარმართული სწავლება. ვფიქრობ მშობელმა უნდა იცოდეს რომ
მოსწავლის თვალში მასწავლებლის დაკნინება ბევრად უფრო საზიანოა მათი შვილებისათვის ვიდრე თავად მასწავლებლისათვის.

-  სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ...

- უნარებს დაძლიოს სირთულე უმტკივნეულოდ, სიყვარულის და მეგობრობის უნარს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრებს შორის ადამიანი თავს დაცულად გრძნობს, სწორედ ასეთ გარემოში შეუძლია ადამიანს მიიღოს გადმოცემული ცოდნის მაქსიმუმი.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლეს სწორად აქვს გააზრებული საკუთარი მოვალეობები სწავლასთან მიმართებაში, კერძოდ სკოლას ერთ დიდ ოჯახად აღიქვამს და სადაც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველა საგანში აღმოაჩინოს საინტერესო, ისწავლოს არა ნიშნისთვის არამედ ცოდნისთვის.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- მოყვასის პატივისცემა და ცოდნით მიღებული სიამოვნების განცდა.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- საგნის სიყვარულმა და სურვილმა სხვასაც, თითოეულ მოსწავლესაც, დავანახო ჩემი საგნის ხიბლი, შევაყვარო ჩავახედო მის წიაღებში სადაც ზღვა საიდუმლოებაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203