„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებასა და უნარებს“ - სალომე ქაჯაია, სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი
02-03-2026

სალომე ქაჯაია სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგანთან ერთად ცხოვრებისეულ უნარებს ასწავლის და მათ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავს. 

მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი მოზარდებს საკუთარი თავის რწმენას შთააგონებს და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნით წარმატებისკენ უბიძგებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- საქმე ბოლომდე მიჰყავს და ჩვენ ამას ვამჩევთ, ვაფასებთ არა მხოლოდ შედეგს, არამედ ძალისხმევასაც აღვნიშნავთ.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მასწავლებლის მხარდაჭერა, საინტერესო და აქტიური სასწავლო გარემო.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- გამოცდილებას, უნარებს, რაც გამოადგება დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- მეგობრობა ხელს უწყობს მნიშვნელოვანი თვისებების განვითარებას.

-  სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. აქტიურად არის ჩართული და არ არის მხოლოდ მსმენელი. გრძნობს მასწავლებლის მხარდაჭერას.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....

- საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, პასუხისმგებლობა, კრიტიკული აზროვნება, მოსმენისა და თანამშრომლობის კულტურა.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ოჯახის მხარდაჭერამ, რომელმაც ხელი შეუწყო კონკრეტული სფეროს მიმართ ჩემი ინტერესის გაღრმავებასა და ამ გზის გააზრებულად არჩევას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203