„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უღვივებდეს ახლის სწავლის სურვილს“- ინგა ციმაკურიძე, სკოლა „ცოდნას“ პედაგოგი
02-03-2026

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უღვივებდეს ახლის სწავლის სურვილს“, - აღნიშნავს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი ინგა ციმაკურიძე და აქტიურად ახალისებს მოსწავლეთა შემეცნების წყურვილს. 

მისი ხედვით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტია მხარდაჭერა და გამხნევება, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო. ამ ფასეულობებით კი ზრუნავს მოსწავლეთა, როგორც აკადემიურ ისე პიროვნულ განვითარებაზე. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- განვუმარტავთ პასუხისმგებლობის არსს და უფლებებთან ერთად ვასწავლით მათ პასუხისმგებლობას.

-  მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მხარდაჭერა, გამხნევება სიძნელეებისა და დაბრკოლებების დროს.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ახლის სწავლის სურვილს უღვივებდეს.

- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლე დიდ დროს ატარებს და სწორედ აქ სწავლობს მეგობრობას, ურთიერთოებებს.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- გვაქვს მიზანი და ვხედავთ შედეგს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- სხვისი მოსმენის უნარს.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ოჯახმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203