
ნაირა მოსოიანი სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეებს საგნებთან ერთად ადამიანურ ღირებულებებსაც ასწავლის.
საკუთარ პროფესიას დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება და სწამს, რომ მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს სამაგალითო. პოზიტიური გარემოს შექმნით, სიყვარულითა და გულთბილი დამოკიდებულებებით კი მოსწავლეებს წარმატებისკენ უბიძგებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედგოგი ნაირა მოსოიანი პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ჩვენ თვითონ ვიქცევით პასუხისმგებლობით. მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს სამაგალითო ფიგურა.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლის დამოკიდებულება და სიყვარული მოსწავლისადმი, ასევე მშობელთა და მასწავლებელთა თანამშრომლობა, პოზიტიური გარემოს შექმნა.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- ადამიანურ ღირებულებებსაც.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ადამიანური ურთიერთობა უმთავრესია და ძალაც ერთობაშია.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- თამაშით და მრავალფეროვანი აქტივობებით ვასწავლით.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- ეს არის თავისუფლად აზროვნების უნარი.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ბავშვებთან ურთიერთობის სიყვარულმა და ჩემმა მულმა - ანიმ.