
სკოლა „ცოდნას“ მასწავლებელი თინათინ მაღრაძე მომავალ თაობას ფიზიკის კანონზომიერებებს აწავლის და ბავშვებისთვის მათთვის უხილავ სამყაროს ფარდას ხდის.
მისი შეფასებით, სწავლა მაშინ ხდება საინტერესო და შედეგიანი, როდესაც საგაკვეთილო პროცესი გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხოლო მასწავლებელი ქმნის მოტივაციურ გარემოს, რაც მოსწავლეებს წარმატებისკენ უბიძგებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ფიზიკის მასწავლებელი თინათინ მაღრაძე პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- წახალისება, შექება, კომპლექსების მოხსნა.
-სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- კომუნიკაციის უნარს, გუნდურ მუშაობას.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ისწავლონ ჯგუფური, გუნდური მუშაობის პრინციპები.
-სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
-საინტერესოდ ხსნის გაკვეთილს და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- თანამდეროვე ტექნოლოგიები.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა და ინტერესმა კარგად გამეცნო სამყაროს კანონზომიერებები.