2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის შედეგებზე შემოსული საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულებულია.
ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა ის მოსწავლე, რომელმაც შესაბამის საგანში ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% მოიპოვა და კლასისა და საგნის რეიტინგულ სიაში პირველ 50 მონაწილეს შორის მოხვდა.
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).