
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში დირექტორი ინეზა კუნჭულია უზრუნველყოფს საინტერესო, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, სადაც, შეფასება არის სამართლიანი და მოტივაციური. მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი, ახალისებს მათ წარმატებასა და თავისუფალ აზრს. ამ მიდგომებით კი ქვეყანას მოაზროვნე ახალ თაობას უზრდის.
etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს.
- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...
- ვაძლევთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ვაკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგზე, როდესაც ვაწესებთ წესებს და თავადაც ვიცავთ მათ.
- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...
- მასწავლებლის მხარდაჭერა, მისი ნაშრომის დაფასება, უსაფრთხო გარემო.
- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...
- თანატოლებთან და უფროსებთან ჯანსაღი თანამშრომლობის უნარებს.
- მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...
- ავითარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კულტურას, საკუთარი თავის რწმენას, ციფრულ და მედიაწიგნიერების უნარებს, მოქალაქეობრივ ცნობიერებას.
- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...
- მოსწავლეს აქვს არჩევანის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ასევე როცა შეფასება არის სამართლიანი და მოტივაციური.
- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს....
- თანამშრომლობა - გუნდში მუშაობა.
- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...
- ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მისმა რწმენამ, რომ განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია მომავლისთვის და მეც დიდ მადლიერებას გამოვხატავ დედის მიმართ, რადგან კმაყოფილი ვარ და ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემს საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს.