
შრომის ბაზრის კვლევის შედეგები ცნობილია - მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა განაცხადა, რომ „კვლევა იყო მასშტაბური და ცდომილების ზღვარი არის ძალიან დაბალი...“
ირაკლი კობახიძის თქმით, სხვადასხვა მაჩვენებელთან ერთად განისაზღვრა სტატისტიკა, სექტორების მიხედვით: „შევისწავლეთ ბაკავლრიატზე ჩარიცხულ სტუდენტთა დასაქმების დეტალური მაჩვენებელი... შედეგები არის შემაშფოთებელი - იკვეთება შეუსაბამობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის“.
„იმ ადამიანების რაოდენობა ვისაც შრომის ბაზარზე შესასვლელად უმაღლესი განათლება სჭირდება, შეადგენს 64 095-ს, აქედა 42 316 კერძო სექტორში, 21 779 საჯაროში...
აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მაჩვენებელიც. უმაღლესი განათლების საჭიროებაში ლიდერობს საშუალო სკოლის მასწავლებლები, მარკეტინგის მენეჯერები, ექიმები, ექთნები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ელექტრიკოსები...