თბილისის N132 საჯარო სკოლის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს დირექტორმა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა 
20-02-2026

თბილისის N132 საჯარო სკოლის მასწავლებლების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

2025–2026 სასწავლო წელს, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ოთხმა მასწავლებელმა მოიპოვა უფროსის სტატუსი. 

თბილისის №132 საჯარო სკოლის დირექტორმა - თამარ მაჭარაშვილმა სერტიფიკატები ოთხ სერტიფიცირებულ მასწავლებელს გადასცა.
უფროსი სტატუსი მოიპოვეს შემდეგმა სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა:

  •  ასმიკ დონაკანიანი - ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი/არაქართულენოვანი სკოლები;
  •  ასტღიკ მანუკიანი - დაწყებითი კლასების პედაგოგი/არაქართულენოვანი სკოლები - დაწყებითი საფეხური; 
  • ნესი წივილაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/დაწყებითი საფეხური;
  •  ბაბულია ადუაშვილი - უფროსი სპეციალური მასწავლებელი.

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა პროფესიული წინსვლა და მათ პროფესიულ წარმატებას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაციისა და დირექციის სახელით ვულოცავთ უფროსი სტატუსის მოპოვებას ჩვენს სერტიფიცირებულ პედაგოგებს და ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203