დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს
06-02-2026

დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნელი ოკმელაშვილის ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

VII კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს. 

პედაგოგი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203