
მთავრობის განკარგულებით, 5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2 კვირიანი საახალწლო არდადეგებია, აღნიშნული ფაქტი პედაგოგებსა და ადმინისტრაციას არ ეხებათ;
საინტერესო ისაა, ვრცელდება თუ არა მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმეები სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელებზე? - სამინისტროს ცხელ ხაზზე etaloni.ge-ს განუმარტეს, რომ 5 და 6 იანვარს სკოლის თანამშრომლები ისვენებენ:
„5-6 იანვრის დასვენება მასწავლებლებზეც ვრცელდება... შემდეგ კი როდის დაბრუნებიან სამსახურში, ვერ გეტყვით. ზოგადად არდადეგები მასწავლებლებს ხომ არ ეხებათ. 7 იანვრის შემდეგ ჩვეულებრივი სამუშაო დღეებია“.