შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც გამოცდებზე დარეგისტრირდნენ ინფორმაციას ავრცელებს.
თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა ელექტრონულად შეუძლიათ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომელთაც:
- საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს;
- საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
- აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება 30 დეკემბრის 15:00 საათიდან 30 იანვრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე:
https://online1.naec.ge/oapp
თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.