
IZRUNE.GE თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც სკოლა-მოსწავლე-მშობელი ერთ მუშტად შეკრა და უკვე წლებია ქვეყნისთვის განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
იმის გახსენებით თავს არ შეგაწყენთ, რა როლი შეასრულა „იზურნეს“ ტესტებმა პანდემიის დროს და როგორი მომზადებულები შეხვდნენ პროექტში ჩართული მოსწავლე-მასწავლებლები ონლაინრეჟიმის გამოწვევებს; მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ეს გახლავთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტი, რომელმაც უმოკლეს დროში ასობით ათასი მოსწავლე გააერთიანა და მთავარი მიზნისთვის არასოდეს გადაუხვევია: „განათლებული თაობა ქმნის მომავალს!“ და „ბედნიერება ყველას სჭირდება“.
დღეს კი ყველაზე მზრუნველი პროექტი პატარა ვარსკვლავებთან ერთად აცილებს 2025 წელს:
პირველ ყოვლისა, izrune.ge მადლობას უხდის თანამოაზრეობისთვის ყველა იზრუნელს, რომელიც წლის განმავლობაში მონდომებით და დაუღალავად ასრულებდა კვირისა თუ შემაჯამებელ ტესტებს, აქტიურად მონაწილეობდა „საგანმანათლებლო ფერხულში“ და დიპლომით და სერტიფიკატებით დამსახურებულად დაჯილდოვდა.
„თითოეული ადამიანი წიგნია, რომელიც უნდა გადაშალო და წაიკითხო ...“, - ასე აფასებს მსოფლიოში ყველაზე მზრუნველი პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი IZRUNE.GE-ს საქმიანობას, ჩვენ კი გეტყვით, რომ:
2025 წლის განმავლობაში იზრუნელებმა შეასრულეს მიმდინარე და საგნობრივი ტესტები, ოლიმპიადები, შემაჯამებელი ტესტები. ასევე, ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტები, შეიმეცნეს სულხან-საბას „სიტყვის კონა“ და შეასრულეს თემატური ტესტები. IZRUNE.GE-მ ზაფხულში ბეჯით მოსწავლეებს სპეციალური ტესტები შესთავაზა და გააცნო საქართველოს მთები, ტბები და მდინარეები, რეგიონები, საქართველოს მეფეები და გამორჩეული ბრძოლები, საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ქართული მითები და ზღაპრები.
იზრუნელები დამსახურებულად ამაყობენ თავისი წარმატების დიპლომებით, სპეციალური სერტიფიკატებით და მუდმივად იმაღლებენ პიროვნული განვითარების მთავარ მაჩვენებელს - ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარს - EGMU-ს, რაც მათ საკუთარი დროის მართვაში და ფსიქოლოგიური მდგრადობის განვითარებაში უწყობს ხელს.
ჩვენი წარმატებული მოსწავლეების განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ განათლების პირადი მენეჯერები, იზრუნელთა წარმატების ამბებს კი სოციალური ქსელების საშუალებით მთელი საქართველო ეცნობა. სკოლები დამსახურებულად ამაყობენ მოტივირებული მოსწავლეების შედეგებით, რასაც IZRUNE.GE-ს გუნდი სიამოვნებით უზიარებს მოსწავლეთა სკოლებს, მშობლებს და თანატოლებს.
გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამართული დაჯილდოების ღონისძიებები კი განსაკუთრებული მოვლენა და სიხარულია ჩვენი იზრუნელებისთვის. ისინი მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ხვდებიან პროექტის ავტორს, მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს, პირადად მისგან იღებენ წარმატების დასტურად დიპლომებს, უზიარებენ თავის შთაბეჭდილებებს და პროექტის ავტორისგან სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებს და ინოვაციებს ეცნობიან.
ჩვენ ვამაყობთ თქვენი მიღწევებით, ჩვენო ბეჯითო იზრუნელებო! გვჯერა, ახალი წლიდან უფრო მეტი შემართებით, კვლავ ერთად გავუყვებით წარმატების გზას, დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი კი მხოლოდ განათლებით და მონდომებით მიიღწევა.
IZRUNE.GE ყველას გილოცავთ დამდეგ 2026 წელს !!!