Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ დაჯილდოება 20 დეკემბერს ბათუმში გაიმართება
19-12-2025

Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ ტრადიციული შეხვედრა-დაჯილდოება 2025 წლის 20 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება.

წარმატებულ „იზრუნელებს“ გადაცემათ პერსონალური დიპლომები და სპეციალური წერილები. დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან „ეტალონის“ ოლიმპიადების ლიდერი „იზრუნელები“, სპეციალური დიპლომები გადაეცემათ გამორჩეულ მოსწავლეთა კლასის დამრიგებლებსაც. 

ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე და წელსაც  დიდი სიყვარულით ელის ცოდნის პატარა მაძიებლებს, რომლებსაც ღონისძიებაზე წინასაახალწლო სიურპრიზი ელით. 

ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი ჩაატარებს, რომელიც პირადად გადასცემს პატარა „იზრუნელებს“ პერსონალურ დიპლომებს და გულშემატკივართა მოსაზრებებსაც მოისმენს.

მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა კვლავ შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203