
17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ოჯახში ლობიანებს აცხობენ. თუმცა ამჯერად არა დღესასწაულის ტრადიციებს, არამედ ამ დღეს სკოლების დასვენება-არდასვენების საკითხს შევეხებით.
ისევე როგორც ყველა სხვა დღესასწაულის მოახლოებისას, ახლაც გაჩნდა აქტუალური კითხვა, რომელიც ძირითადად მოსწავლეებს აქვთ, ისვენებენ თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები ბარბარობას?
პასუხი მარტივია. იქიდან გამომდინარე რომ ბარბარობა მთავრობის მიერ უქმე დღედ არ არის დაწესებული, სწავლა ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები კი საახალწლო არდადეგებზე დაისვნებენ.
როდიდან და რამდენ ხანს დაისვენებენ საბავშვო ბაღები საახალწლოდ - ოფიციალური განმარტება
ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია - სკოლების ნაწილი 27 დეკემბრიდან დაისვენებს