
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
კიდევ ერთი ლამაზი და ემოციებით დახუნძლული დღე შეემატა ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებას.
1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ფატმან ცაკაშვილი) დიდი ჟრიამულით გააცილეს - „ოქროსფერი შემოდგომა“. თემატურად გაფორმებული, შემოდგომის ნობათით „მორთული“ ულამაზესი სცენაზე პატარებმა ცეცხლი დაანთეს მრავალფეროვანი მხატვრული ნომრებით, ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიტყვა, ცეკვა-სიმღერა.
როგორც ყოველთვის, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შესანიშნავად გამოუვიდათ სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. მათ კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: